ამოცანები 

ბურთებზე

გაკვეთილიN4

ამოცანაN1

ყუთში ჩაყრილია წითელი, ლურჯი და მწვანე ბურთულები , სულ 6 ცალი.  წითელი ბურთები მეტია ლურჯ ბურთებზე,  მაგრამ ნაკლებია მწვანე ბურთებზე. რამდენი წითელი ბურთულაა ამ ყუთში?

მსჯელობა

იმისთვის , რომ ამოცანა ამოვხსნათ, ვიფიქროთ ასე:

1.რამდენი ბურთია სულ?

2.რამდენი ფერის ბურთებია?

3. რა ვიცი კიდევ ბურთებზე?

                                   აქვე ვიპოვი პასუხებს:

1.სულ -6

2. 3 ფერის:  წითელი, მწვანე , ლურჯი.

 3. მ>წ>ლ

ეს პასუხები უცებ გადაიქცევა მოკლე ჩანაწერად , თუ მას კითხვასაც მივუწერთ

მოკლე ჩანაწერი

მ>წ

წ>ლ

რამდენი წითელი ბურთულაა?    

 

|

სულ-6

მსჯელობა

დავუშვათ ყველა ბურთი თანაბრადაა. მაშინ ისინი 2-2-ია.

 

მეორე პირობის თანახმად წითელი ბურთები მეტია ლურჯებზე. მაშინ ლურჯი იქნება ერთი , ხოლო წითელი იქნება 2.

                      ?  6

 ამავე პირობის მიხედვით მწვანე ბურთები წითლებზე მეტია. მაშინ 3>2

 

ახლა ეს რაოდენობები შევკრიბოთ , თუ მივიღებთ სულ 6 ბურთს , მაშინ სწორად გვიმსჯელია.

შევამოწმოთ

1+2+3=6 

 

  არ დაგავიწყდეს !

ამოცანას სჭირდება

პასუხი !

 ამოცანაN2

 

ყუთში დევს 14 წითელი და 10 ლურჯი ფერის ბურთულა. რამდენი უმცირესი რაოდენობის ბურთულა უნდა ამოვიღოთ ყუთიდან , რომ მათ შორის აუცილებლად აღმოჩნდეს ლურჯი ფერის ბურთულა?

მსჯელობა

რადგან წითელი ბურთულა 14 -ია, ხოლო ლურჯი 10, ამიტომ ერთ ამოღებაზე უფრო მეტი უნდა ამოვიდეს ლურჯი. თუ რა თქმა უნდა ბურთებს ამოვიღებთ ბადით. ყველაზე მცირე რაოდენობა აუცილებლად ყველა წითელი ბურთი უნდა იყოს ანუ 14 და პლუს 1 ლურჯი. მაშინ გამოდის 15 ბურთი უნდა ამოვიღოთ, რომ ერთი ლურჯი ბურთი მაინც ამოვიდეს! 

ქ. რუსთავის ჟიული შარტავას სახ/ N4 საჯარო სკოლის დაწ/კლ-ის პედაგოგი

ხათუნა ყოჩაშვილი